თავში

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზ
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო ლამაზდება

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ქალი ასაკის მატებასთან ერთად, კიდევ უფრო ლამაზი ხდება. ასტროლოგების აზრით, ეს თვისება ზოდიაქოს  ნიშნებთან არის დაკავშირებული. 

თხის რქა

ამ კუთხით თხის რქები ლიდერობენ. ბავშვობაში მათ მოზრდილების მსგავსი ქცევა და აზროვნება ახასიათებთ. ამიტომ, მათი თანატოლები თვლიან, რომ ისინი ძალიან ჭკვიანები და ინტელექტუალურები არიან. ხშირად, ბევრ საკითხს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამენ, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს ყოველივე იცვლება.რაც უფრო იზრდება ქალი თხის რქა, მით უფრო მეტად იფურჩქნება და ლამაზდება. განსაკუთრებული მაგიური მომაჯადოებლობით მუდმივად იპყრობენ საპირისპირო სქესის ყურადღებას. რაც უფრო მეტი მიღწევა აქვს ცხოვრებაში, მით უფრო ბრწყინავს ვიზუალურად. თხის რქა ყველა მოვლენაში თავგადასავალს ხედავს.  ეს დამოკიდებულება კი გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს. 

სასწორი

ქალის სილამაზე დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ თავს. ახალგაზრდა ასაკში სასწორ გოგონებს ძალზედ არასტაბილური თვითშეფასება აქვთ.  ძალიან ხშირად სასწორი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ გარეგნობის ნეგატიურ ასპექტებზე. ამასთან, წლების განმავლობაში სასწორი ქალი უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება. ისინი ირჩევენ სტილს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ და ამავე დროს ლამაზად გამოიყურებიან. ყველაზე მეტად სასწორი ქალი 30 წლის ასაკის შემდეგ ყვავის და იფურჩქნება. იცვლება მისი ურთიერთობა საპირისპირო სქესთან.

ტყუპები

ახალგაზრდა ტყუპი გოგონები ყურადღებას მათი საყვარელი სახის მოყვანილობითა და გამომეტყველებით იპყრობენ. ტყუპები ახალგაზრდა ასაკში სულაც არ უსვამენ ხაზს მათ ქალურობასა და სექსუალურობას. დროთა განმავლობაში, მათ ხასიათში ჩნდება გარკვეული სიღრმე და ქრება ახალგაზრდული სიმსუბუქე. მათი მდიდარი შინაგანი სამყარო კი გარეგნობაზეც აისახება. 

კირჩხიბი

ახალგაზრდა ასაკში კირჩხიბი საკმაოდ დიდ კომპლექსებს ებრძვის. ისინი მტკივნეულად რეაგირებენ თითოეულ ნეგატიურ კომენტარზე. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მატულობს მათი თავდაჯერებულობა. ქალი კირჩხიბი მშვიდი, ლაღი და ჩამოყალიბებულია. წლების განმავლობაში ისინი კიდევ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. მათი სილამაზე ყოველწლიურად ყვავის.  ეს კი იზიდავს  პარტნიორებსაც, ვინაიდან ისინი ასეთ ქალთან თავს კომფორტულად გრძნობენ.  

ქალწული

ადრეულ ასაკში ქალწული არ ცდილობს სხვებისგან გამორჩეული იყოს.  მას ურჩევნია თანატოლებსა და გარემოს შეერწყას და ყურადღება არ მიიპყროს. მათი ქალურობა მხოლოდ  გვიან ასაკში ვითარდება. მათი დაბალი თვითშეფასება გასულ წლებთან ერთად უკან რჩება. ქალწული თავისი სილამაზით ტკბობას იწყებს. მან იცის, როგორ უნდა გაუსვას ხაზი  თავის სილამაზეს და ამავე დროს დამალოს ნებისმიერი ნაკლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system