თავში

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადარჩება

​ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადარჩება
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გადარჩება

ინდოელი ასტროლოგები ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებენ, რომლებსაც მესამე მსოფლიო ომში, თუკი ასეთი იქნება, გადარჩენის ყველაზე დიდი შანსი აქვთ.

კურო

კუროები ჯიუტი, მომთმენი და ძალიან ფრთხილი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ, სტრესულ სიტუაციაში ჯგუფის ლიდერები გახდნენ, მაგრამ თუ ამ როლზე უფრო შესაფერისი ადამიანი გამოჩნდება, ისინი ამ ადგილს მშვიდად დათმობენ. თუმცა, კუროს ხალხმრავლობა არ უყვარს. ის არის ინდივიდუალისტი. ურჩევნია მცირე, მაგრამ გამოცდილი ჯგუფის შემადგენლობაში იმოქმედოს. მაშინ მას და მის თანმხლებ პირებსაც უსაფრთხო ადგილას მოხვედრის კარგი შანსი ექნებათ.

ქალწული

ქალწულები ძალიან ჭკვიანები არიან და რაც მთავარია, მათ მოსმენა იციან. ეს მნიშვნელოვანი თვისებები მათ რთულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. სხვადასხვა სფეროში ფართო ცოდნამ, შესაძლოა, ქალწულის გადარჩენა უზრუნველყოს მაშინ, როდესაც ახლომახლო არ არის ინტერნეტი, არც წიგნები და არც ვინმე კონსულტაციისთვის. ამასთან, ქალწულებს ინფორმაციის "დანახვა" და ნიშნების დაჭერა და ინტუიციურად სწორი მიმართულებით წასვლა შეუძლიათ.

სასწორი

სასწორი არის შემოქმედებითი ნიშანი, უყვარს კომფორტი და სილამაზე. სტრესულ, არასასიამოვნო გარემოში სასწორი იბნევა. მაგრამ ისინი, ვინც იცის, როგორ მოერგოს სწრაფად სიტუაციას, ჩვეულებრივ, ყოველთვის, კომუნიკაბელურობისა და კეთილგანწყობის უნარის წყალობით, პოულობენ პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ მათ.

მორიელი

მორიელის ნიშნის წარმომადგენლებმა იციან, როგორ გადარჩნენ იმის წყალობით, რომ მათ იციან, როგორ შეინარჩუნონ ყველა ემოციური განცდა საკუთარ თავში. ამიტომ, როდესაც რაღაც წარმოუდგენელი ხდება გარშემო, მორიელები აჩვენებენ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, თუმცა არავინ იცის, რა ხდება სინამდვილეში მათ შიგნით. თუმცა, ეს თავდაჯერებულობა გადაეცემა ყველას, ვისთანაც მორიელი ამჟამად იმყოფება. და ეს ბევრს ნიშნავს. მოგეხსენებათ, პანიკის მომენტში ადამიანი ბევრ უგუნურ მოქმედებას სჩადის. მორიელები კი რაციონალურად მოქმედებაში ეხმარებიან.

თხის რქა

თხის რქები უკიდურესად თავშეკავებული, ფრთხილი და თანმიმდევრული ადამიანები არიან. თუმცა მათ ერთი ნაკლი აქვთ. ისინი ხშირად ზედმეტად ბევრად იზღვევენ თავს, ამჯობინებენ, დაელოდონ და არ იმოქმედონ. აქ საჭიროა ჯანსაღი ბალანსის პოვნა. ამიტომ, გაუგებარ სიტუაციაში, თხის რქას უფრო გადამწყვეტი და გაბედული თანამგზავრი სჭირდება. მაშინ ისინი ერთმანეთს შეავსებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system