თავში

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ

ვერძი

სიის სათავეში, რა თქმა უნდა, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან. ვერძს არ სურს დათმობებზე წასვლა, ის იშვიათად თმობს რაიმეს, თუნდაც უახლოეს ადამიანთან. ვარძი ძალიან ერთგული და მზრუნველია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი თანახმაა  მის ყველა მოთხოვნას და ახირებას დაემორჩილოს. ვერძი მიჩვეულია, რომ წესებს თავად ადგენს. სადამ ვერძთან ურთიერთობას დაიწყებთ, მზად უნდა იყოთ, რომ საკუთარი პრინციპების და ინტერესების დათმობა მოგიწევთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ვერ ეგუება, როდესაც ვინმე  მის თავისუფლებას ზღუდავს. ურთიერთობის დასაწყისშივე ის ცდილობს, რომ ლიდერის პოზიცია მოირგოს. მშვილდოსანისათვის უფრო მარტივია სხვას გაუძღვეს წინ, ვიდრე თვითონ მოერგოს სხვის სურვილებს. ეს მისი ბუნებიდან მოდის, ვინაიდან ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულებისათვის წარმოუდგენელია სხვისი ცხოვრებით იცხოვროს და საკუთარი ინტერესები გვერდით გადადოს. მშვილდოსანი ყველაფერს გააკეთებს ურთიერთობაში დომინანტის სტატუსის შესანარჩუნებლად.

მორიელი

მორიელები მიჩვეულები არიან, რომ ყველაფერში დომინანტები არიან, გამონაკლისი არც ურთიერთობაა. მორიელს სასტიკად არ მოსწონს, როდესაც მის აზრს არ იზიარებენ და ითვალისწინებენ. ამ დროს მისგან გამორიცხული არ არის აგრესიული ქმედება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ეგოისტური ხასიათით გამოირჩევიან, ისინი მუდამ სარგებლის მიღებაზე არიან ორიენტირებულები. ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თმობენ, თუ ზუსტად იციან, რომ მომავალში ეს ყველაფერი მათ სასარგებლოდ შემოტრიალდება. მასთან ურთიერთობისას მზად უნდა იყოთ, რომ დათმობებზე წასვლა თავად მოგიწევთ.

ლომი

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სამეფო ტახტს იკავებენ არა მხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ურთიერთობებშიც. თუ მისით მანიპულირებას შეეცდებით ისინი ურთიერთობას დასასრულისაკენ წაიყვანენ. ასევე, თქვენი ურთიერთობა განწირულია, თუ ლომს თავისუფლებას შეუზღუდავთ და მის საკუთარ ჩარჩოებში მოქცევას შეეცდებით.  ლომებს გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ, მაგრამ მათ მიერ დადგენილი წესების დაცვა აუცილებელია. ამასთან, მათთვის თქვენი კომპლიმენტები და მისი უპირატესობის აღიარებაც მნიშვნელოვანია.

კურო

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისგან განსხვავებით, კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები პირად ურთიერთობებში ნაკლებად კატეგორიულები არიან. თუმცა, მათი პრინციპული ხასიათი მათ დომინანტ როლს განაპირობებს. მისი მხრიდან კომპრომისზე წასვლა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ უფრო ადვილი იქნება, თუ დათმობაზე თავად წახვალთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system