თავში

ზოდიაქოს 6 ნიშანს ოქტომბერში პრობლემები ელის

​ზოდიაქოს 6 ნიშანს ოქტომბერში პრობლემები ელის
ზოდიაქოს 6 ნიშანს ოქტომბერში პრობლემები ელის

სატურნისა და პლუტონის მიმართ მზისა და მერკურის არაჰარმონიული კავშირის გამო ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანს ოქტომბერში დიდი პრობლემები ელის, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

ქალწული

ოქტომბერი ქალწულისთვის უიღბლო იქნება ყველაფერში, რაც ყიდვა-გაყიდვას, განსაკუთრებით უძრავ ქონებას ეხება. მოსალოდნელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანთან და შემოქმედებითი წარუმატებლობა. დიდი შანსია, რაიმე პროექტი ჩავარდეს.

ტყუპები

ტყუპებს უსიამოვნებები ბიზნესში ელოდება. დიდია ბავშვებსა და მშობლებთან კონფლიქტების რისკი, ასევე შვებულებების ჩაშლის ალბათობა. არ გამოირიცხება ფინანსურ ბირჟებზე სახსრების დაკარგვა, თუკი ასეთებს ფლობთ. არსებობს ფინანსური მაქინაციებით დაზარალების რისკი.

კურო

კურო, შესაძლოა, გაუთვალისწინებელ მივლინებაში გაგზავნონ, დაგეგმილი მოგზაურობა კი პირიქით, შესაძლოა ჩაიშალოს. დიდი ალბათობაა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნას. არ გამოირიცხება სასამართლოს დავებიც. საფრთხეები თქვენთვის ნაცნობი ექიმის, მასწავლებლის ან იურისტისგან მოდის.

სასწორი

ოქტომბრის რიცხვებიდან სასწორისთვის არასასურველი პერიოდი დადგება. მათ წინააღმდეგ, შესაძლოა, ნათესავები განეწყონ. არსებობს მეზობლებთან კონფლიქტის რისკი. დიდია ფულადი პრობლემების ალბათობა.

თხის რქა

თხის რქებს რეპუტაციის პრობლემები ექნებათ. არსებობს კანონთან დაკავშირებული პრობლემების რისკი. სამსახურებრივი დამსახურებები, შესაძლოა, სულად არ დაფასდეს.

ვერძი

ვერძისთვის საქმიან პარტნიორებთან და მეუღლეებთან ურთიერთობის გაფუჭების ალბათობა იზრდება. დიდია კონკურსზე დამარცხების ან კასტინგის წარუმატებლობის რისკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system