თავში

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ბავშვები არიან ყველაზე ჭკვიანები

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ბავშვები არიან ყველაზე ჭკვიანები
ზოდიაქოს რომელი ნიშნის ბავშვები არიან ყველაზე ჭკვიანები

ყველა მშობელს სურს მისი შვილი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი იყოს. ყველა ბავშვი თავისთავად ნიჭიერია, მნიშვნელოვანია, რომ მის უნარებს განვითარების საშუალება მივცეთ. ასტროლოგები ზოდიაქოს 5 ნიშანს ასახელებენ, რომლებიც დაბადებიდან მარტივად ითვისებენ ყველაფერს და სწავლაც უმარტივდებათ.

ტყუპები

ტყუპებს მეტად  არაბავშვური ერუდიცია აქვთ. ისინი ჯიუტებია არიან და უმეტესად მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თავად სურთ. სკოლაშიც მხოლოდ იმ საგნებს სწავლობენ, რომელიც მეტად აინტერესებთ. მშობლები მათ ინტერესებს გულისყურით უნდა მოეკიდონ.

ქალწული

პედანტურობა ქალწული ბავშვის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. ქალწულ ბავშვს მარტივად შეუძლია გააოცოს გარშემომყოფები თავისი ღრმა და ფართო ცოდნით. სირთულეები წარმოიქმნება, როდესაც ქალწული არასტანდარტული ამოცანების წინაშე დგება, რაც  სწრაფი და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ქალწული ბავშვი ძალიან ცუდად რეაგირებს კრიტიკაზე, ამიტომ ეცადეთ ფრთხილად მიუდგეთ.

თხის რქა

თხის რქა ბავშვი მარტივად გააოცებს გარშემომყოფებს ენციკლოპედიური ცოდნით და ანალიტიკური უნარით. მშობლებს,  მოუწევთ შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო შეურჩიონ, რადგან მათი უნარების განვითარება სწორად მოხდეს. 

მორიელი

პატარა მორიელები გონიერებით და გამომგონებლობით გამოირჩევიან, ასევე ძალიან უყვართ დამოუკიდებლობა. მათ ძალიან ბევრი კითხვა აწუხებთ და მუდმივად პასუხებს მოითხოვენ.  მათთვის ძალიან რთულია, როდესაც მათ წარმატებასა და ნიჭს გარშემომყოფები ყურადღებას არ აქცევენ. ეცადეთ მისი მიღწევები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნოთ და მეტი მოტივაცია მისცეთ.

მერწყული

პატარა მერწყულს ძალიან ფართო თვალსაწიერი და  შემოქმედებითი გონები აქვს. თუმცა, მას სჭირდება ადამიანი, რომელიც მის გვერდით იდგება და სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. თუ მერწყული ბავშვი მარტო დარჩება, მისი შემოქმედება "ჩამოიშლება". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system