თავში

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ

​ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ

ასტროლოგებმა ზოდიაქოს სამი ნიშანი დაასახელეს, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ და ახსნეს, რატომ არ ღირს მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების გაბმა.

თხის რქა

ადამიანები, რომლებიც თხის რქის ნიშნით დაიბადნენ, ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან ცივები და ფრთხილები არიან. ვინც მათთან ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტს, თავშეკავებისა და ყინულოვანი გამომეტყველებისთვის მზად უნდა იყოს. იმისათვის, რომ თხის რქა სიყვარულში გამოგიტყდეთ, დიდძალი ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშანს გრძნობების აღიარება საკუთარ თავთანაც კი უჭირს.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლები სპონტანურები და ემოციურები არიან. ასტროლოგები ამბობენ, რომ ტყუპები უკიდურესად თავქარიანები არიან, მათ ადვილად უყვარდებათ და ძალიან ადვილად მიდიან ღალატზე. თუ ტყუპების შეყვარებას გადაწყვეტთ, მზად იყავით, რომ ეს ნიშანი ნერვებს საკმაოდ დაგაგლიჯავთ.

კურო

ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ, ნამდვილი ეგოისტები არიან. ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად კუროს თავისი თავი უყვარს. ურთიერთობაში ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაფერს საკუთარ ინტერესებს არგებენ და მეორე ადამიანიდან ყველა ენერგიას იწოვენ. კუროებს სურთ, მიიღონ სიყვარული, თუმცა მის გასაცემად მზად არ არიან, ამიტომ ისინი ხშირად მარტოსულები არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system