თავში

10 წლის ქართველი ვუნდერკინდი ონლაინ კონცერტს გამართავს

10 წლის ქართველი ვუნდერკინდი ონლაინ კონცერტს გამართავს
10 წლის ქართველი ვუნდერკინდი ონლაინ კონცერტს გამართავს

ინტერაქციული ლაივსტრიმ პროექტის - Lenø Sessions დღეს 10 წლის ვუნდერკინდ კომპოზიტორსა და პიანისტს ცოტნე ზედგენიძეს უმასპინძლებს. 

ორგანიზატორების ინფორმაციით, იგი საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად წარმოადგენს დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნაწარმოების – „ზარების“ პრემიერას.
პედაგოგი ნინა მამრაძე.
ცოტნემ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო ბებიის – ნინა მამრაძის ხელმძღვანელობით, ექვსი წლიდან კი ქმნის იმპროვიზაციებსა და საკუთარ ნაწარმოებებს.
ცოტნე ზედგინიძის მოსმენისას გია ყანჩელმა აღნიშნა – „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან“.

ჩაგვერთეთ ZOOM-ით და პირადად ეკონტაქტეთ არტისტებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კონცერტის პირდაპირი მსვლელობა გაიმართება ფეისბუქგვერდზე: Lenø Records

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system