თავში

12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო ციფრული ტაეპი“ გაიმართება

12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება
12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო ციფრული ტაეპი“ გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, 12 ივნისს აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია.

აუდიო-მუსიკალური საღამო წინამძღვრიშვილის N102-ში, 19:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

თბილისის მერიის ცნობით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system