თავში

20 ივნისს ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა

20 ივნისს ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა
20 ივნისს ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა

დღეს, 20 ივნისს, ლეგენდარული ქართველი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის დაბადებიდან 92 წელი გავიდა.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ გევრდზე წერს. 

"70 - იანი წლების მიწურულს, ცნობილ ამერიკელ მეცნიერს და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა იდეა NASA- თან ერთად განეხორციელებინა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი. კოსმოსში უნდა გაეშვათ თანამგზავრი, რომელიც დედამიწის შესახებ დიდ ინფორმაციას შეინახავდა.

შეიქმნა "ოქროს დისკი”, სადაც დაიტანეს აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა შორის შეირჩა გენიალური ქართველი მუსიკოსის ჰამლეტ გონაშვილის "ჩაკრულო".

ჰამლეტ გონაშვილის განსაკუთრებული და რბილი ხმის ტემბრი, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა და არტისტული გარეგნობა აღაფრთოვანებდა არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მსმენელსაც. ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. მისი რეპერტუარიდან გამორჩეულია "ურმული", "ოროველა", "წინწყარო", "წმინდაო ღმერთო", "გაფრინდი შავო მერცხალო", "დაიგვიანეს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system