თავში

2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურულ ფორუმს უმასპინძლებს

2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურულ ფორუმს უმასპინძლებს
2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურულ ფორუმს უმასპინძლებს

"2021 წელს, შემოდგომაზე ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს და ქუთაისს კულტურის დედაქალაქად გადააქცევს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ ქუთაისში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი განსაკუთრებული პრიორიტეტია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხელოვნების სფეროში ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვას, ქართული პოლიფონიური მუსიკისა და ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, თეატრალური და ლიტერატურული სფეროს განვითარების ხელშეწყობას.

"კულტურა, პირველ რიგში, არის სულიერი და ესთეტური საზრდო, თვითგამოხატვის და იდენტობის ჭეშმარიტი საშუალება. კულტურა ამავე დროს განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და წავახალისოთ შემოქმედებითი ინდუსტრიები. მნიშვნელოვანია, ქართული, ისტორიული ძეგლების გაცოცხლება, კულტურული ტურიზმისა და საფესტივალო პროგრამების სწორი განვითარების საშუალებით. დაგეგმილია ქართული დღეების ჩატარება ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და პოზიციონირებას მსოფლიო სივრცეში

2022 წელს ევროპისა და ბენილუქსის ქვეყნებში იგეგმება ქართული კულტურის ზეიმი, ბელგიის სამეფო ოჯახის პატრონაჟით ფესტივალი „ევროპალია“ მთლიანად საქართველოს მიეძღვნება“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქართული ძეგლების მსოფლიო ნუსხაში ნომინირების პროცესი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system