თავში

24 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯეიმს დინი ახალი ფილმით ბრუნდება

24 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯეიმს დინი ახალი ფილმით ბრუნდება
24 წლის ასაკში გარდაცვლილი ჯეიმს დინი ახალი ფილმით ბრუნდება

გასული საუკუნის სექს სიმბოლო, რომელიც მსახიობთა ზეციურ დასს 65 წლის წინ, ნაადრევად, 24 წლის ასაკში შეუერთდა, დიდ ეკრანებზე ბრუნდება.  

ჯეიმს დინი, რომელიც 1955 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ახალ ფულმში მალე გამოჩნდება. 

თანამედროვე ტექნოლოგიებს ჯერ მკვდრეთით აღდგომა არ შეუძლია, თუმცა  გრაფიკოსები მსახიობის სრულ და ზუსტ გამოსახულებას, CGI ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯემსი მხოლოდ კომპიუტერში იარსებებს, მაყურებელი რეალური ადამიანისაგან მას ვერ განასხვავებს. 

50-იანი წლების ვარსკვლავის გრაფიკული განსხეულების სრულყოფაზე, კომპიუტერული გრაფიკის ორი კომპანია მუშაობს. ზუსტ გამოსახულებას მსახიობის ფოტოების მიხედვით ქმნიან. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კრიტიკულად შეხვდა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი, კაპირანი ამერიკა - ქრის ევანსი, მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე გააპროტესტა, კონოკომპანიის ეს გადაწყვეტილება. შეიძლება ასეთი რამ, თქვენც ამორალურად დაგაუმართლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა ჯეიმს დინის გრაფიკული აღდგომისათვის, ფილმის შემქმნელებს მსახიობის ოჯახისაგან ოფიციალური ნებართვა უკვე აქვთ. 

ფილმი, ვიეტნამის ომის შესახებ იქნება და დრამაში ჯეიმს დინის კომპიუტერული ორეული მეორეხარისხოვან როლში მოგვევლინება. ფილმის გადაღებები 2020 წელს დაიწყება. იგივე მეთოდით, უკვე მოხდა "ფორსაჟის" მსახიობის "გაცოცხლება", ხოლო მაიკლ ჯექსონი, გარდაცვალების შემდეგ, პუბლიკის წინაშე ახალი სიმღერით და კლიპით, ჰოლოგრამის ფორმატით წარსდგა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system