თავში

300-მდე ხელოვანის მოთხოვნა - პარლამენტში მუსიკოსების მიმართვაზე იმსჯელეს

300-მდე ხელოვანის მოთხოვნა - პარლამენტში მუსიკოსების მიმართვაზე იმსჯელეს
300-მდე ხელოვანის მოთხოვნა - პარლამენტში მუსიკოსების მიმართვაზე იმსჯელეს

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. 

უკმაყოფილო მუსიკოსებს წარმოადგენდა კომპანია "გერა", რომლის სპიკერმაც კანონის ხარვეზებზე ისაუბრა.

საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

წერილში ნათქვამია, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელია რა პრინციპით ხდება შეგროვებული ჰონორარის ცალკეულ ავტორებზე განაწილება. ეს პროცესი აზარალებს ავტორებს და შემსრულებლებს, ლახავს მათთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ შემოსავალზე. სხდომაზე მოუსმინეს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს.

არსებული გამოწვევის შესახებ ისაუბრეს მუსიკოსებმა, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიგა კობალაძემ და საქართველოს საავტორო უფლების მფლობელთა ასოციაციის (GERA) წარმომადგენელმა ლაშა მდივანმა.

საჯარო მსჯელობის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ კულტურის კომიტეტთან შეიქმნება საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.

„საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან კონკრეტული ადამიანების ფინანსურ მდგომარეობს და ღირსებას ეხება, ადამიანებს, რომლებიც ქმნიან მუსიკას და ემსახურებიან კულტურას და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, უმოკლეს ვადაში ეს სფერო იქნება ყველა მიმართულებით დარეგულირებული და დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system