თავში

7 ნოემბერს ფილმ "შინდისის" ამერიკული პრემიერა გაიმართება

7 ნოემბერს ფილმ "შინდისის" ამერიკული პრემიერა გაიმართება
7 ნოემბერს ფილმ შინდისის ამერიკული პრემიერა გაიმართება

7 და 8 ნოემბერს ფილმ „შინდისის“ ამერიკული პრემიერა შედგება. ფილმის საპროდიუსრეო ჯგუფის განცხადებით, პრემიერა Asian World Film Festival-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

ფილმი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის გამართულ უთანასწორო ბრძოლაზე რეჟისორმა დიტო ცინცაძემ გადაიღო. პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღების იდეა ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის.

რამდენიმე დღის წინ „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა. ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system