თავში

ABBA-მ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა - VIDEO

ABBA-მ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა - VIDEO
ABBA-მ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა - VIDEO

39-წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა შვედურმა პოპ-ჯგუფმა, ABBA-მ ორი ახალი სიმღერა გამოუშვა. 

ჯგუფმა ახალი სიმღერების გამოშვება ჯერ კიდევ 2018 და 2020 წლებში დააანონსა. ალბომის სახელწოდებაა  Voyage და იგი 5 სიმღერას აერთიანებს.

ალბომის გამოსვლასთან ერთად პოპ ჯგუფი ვირტუალურ კონცერტსაც გამართავს.

 ABBA ვიდეო პლატფორმა TikTok-საც  შეუერთდა. 

ჯგუფი ABBA შვედეთში ანი-ფრიდ ლინგსტადმა, ბიორნ ულვეუსმა, ბენი ანდერსონმა და აგნეტა ფელტსკოგმა 1972 წელს შექმნეს. მსოფლიო პოპულარობა კი მან 1974 წელს ევროვიზიის მოგების შემდეგ მოიპოვა. მას შემდეგ 1983 წლამდე, სანამ დაიშლებოდნენ, მათ არაერთი მსოფლიოში ცნობილი ჰიტი ჩაწერეს, რომელთა შორის "Waterloo", "Dancing Queen", "Mamma Mia", "Knowing Me, Knowing You", "Take A Chance On Me" и 'The Winner Takes It All". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system