თავში

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლები მომზადდება

აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლები მომზადდება
აჭარული სამზარეულოს საიმიჯო ვიდეორგოლები მომზადდება

აჭარული კერძების პოპულარიზაციისა და რეგიონში კულინარიის განვითარების მიზნით ვიდეოგაკვეთილები, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლი და ფოტორეცეპტები მზადდება. მასში მონაწილეობას ცნობილი შეფმზარეულები იღებენ. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანიაჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებსა და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებენ, ასევე ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხებს განიხილავენ.

პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს კერძების მომზადების პროცესისა და სერვირების შესახებ ვიდეოგაკვეთილების გადაღება, რაც ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system