თავში

"ადამიან ობობას" ახალ ნაწილში შესაძლოა უილიამ დეფო ვიხილოთ

"ადამიან ობობას" ახალ ნაწილში შესაძლოა უილიამ დეფო ვიხილოთ
ადამიან ობობას ახალ ნაწილში შესაძლოა უილიამ დეფო ვიხილოთ

"ახალი ადამიანი ობობას" მე-3 ნაწილში, Spider-Man: Homecoming 3, შესაძლოა, მსახიობი უილიამ დეფო ვიხილოთ. ამის შესახებ გამოცემა ScreenRent წერს.

"ადამიანი ობობას" ახალ ფილმებში მთავარ როლს ტომ ჰოლანდი ასრულებს. როგორც ცნობილი გახდა, ფილმის მესამე ნაწილში ადამიანი ობობა ელექტროს და დოქტორი რვაფეხას დაუპირისპირდება.

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, გადასაღებ მოედანზე უილიამ დეფო შენიშნეს, რომელიც ადამიანი ობობას შესახებ აქამდე გადაღებულ ფილმებში გობლინის როლს ასრულებდა. 

ScreenRent აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ფილმის ახალ ნაწილში უილიამ დეფოს ნორმან ოსბორნი კვლავ ვიხილოთ.

"ადამიანი-ობობა 3-ის" პრემიერა 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system