თავში

"ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

"ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა
ადამიანი ობობას ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

Marvel Entertainment-მა Youtube-ზე "ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის, SPIDER-MAN: NO WAY HOME-ის ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმში მთავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ "ადამიანი ობობას" ახალ ნაწილში დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ, რომელსაც მსახიობი ბენედიქტ ქამბერბატჩი განასახიერებს.

როგორც თრეილერიდან ირკვევა ფილმში მოქმედება მულტივერსში ვითარდება. ახალ ნაწილში ანტიგმირების სახით დოქტორ ოქტოპუსსა და გობლინს ვიხილავთ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system