თავში

"ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

"ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა
ადამიანი ობობას ახალი ნაწილის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

Marvel Entertainment-მა "ადამიანი ობობას" ახალი ნაწილის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა.

 ფილმის სახელწოდებაა  SPIDER-MAN: NO WAY HOME და მასში მთავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს.

"მარველის" გულშემატკივრებისათვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "ადამიანი ობობას" ახალ ნაწილში დოქტორ სტრეინჯს ვიხილავს, რომლის როლსაც ბენედიქტ ქამბერბატჩი ასრულებს.

როგორც თრეილერიდან ირკვევა ფილმში მოქმედება მულტივერსში ვითარდება. ახალ ნაწილში ანტიგმირების სახით დოქტორ ოქტოპუსსა და გობლინს ვიხილავთ.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system