
პიტერ პარკერის თავგადასავლის ახალმა ნაწილმა Spider-Man: No Way Home-მა რეკორდული თანხა გამოიმუშავა და პრემიერიდან მე-12 დღეს შემოსავალმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Hollywood Reporter წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ადამიანი ობობა" კინოგაქირავების ისტორიაში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე "შურისმაძიებლები: დასასრულია", ხოლო მეორე ადგილს "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი"იკავებს.
Sony-სთვის, Spider-Man-ის ახალი ნაწილი ყველაზე მომგებიანი ფილმი გახდა.
Spider-Man: No Way Home ისტორიაში 49-ე ფილმია, რომლის შემოსავალ 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.