თავში

"ადამიანი ობობას" თრეილერმა რეკორდი მოხსნა

"ადამიანი ობობას" თრეილერმა რეკორდი მოხსნა
ადამიანი ობობას თრეილერმა რეკორდი მოხსნა

SPIDER-MAN: NO WAY HOME-მა Youtube-ზე ოფიციალური თრეილერის გამოქვეყნების პირველივე დღეს 355.5 მილიონი ნახვა დააგროვა და ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deadline ავრცელებს.

მანამდე, ნახვების რაოდენობით "შურისმაძიებლების: დასასრული" ლიდერობდა, რომლის პრემიერაც 2019 წელს გაიმართა და რომლის თრეილერიც პირველ დღეს  289 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ფილმში თავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს.  ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ "ადამიანი ობობას" ახალ ნაწილში დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ, რომლის როლსაც ბენედიქტ ქამბერბატჩი ასრულებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system