თავში

"ადამიანმა ობობამ" გაქირავების რეკორდი მოხსნა

"ადამიანმა ობობამ" გაქირავების რეკორდი მოხსნა
ადამიანმა ობობამ გაქირავების რეკორდი მოხსნა

Marvel-ის ახალმა ფილმმა, "ადამიანი ობობას" ახალმა ნაწილმა, სახელწოდებით Spider Man: No Way Home კინოგაქირავების რეკორდი დაამყარა და გახსნისთვის რეკორდული ოდენობის თანხა, 253 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ახალი "ადამიანი ობობა" კინოგაქირავების ისტორიაში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე 357 მილიონით "შურისმაძიებლები:  დასასრულია", ხოლო მეორე ადგილს 257 მილიონით "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი" იკავებს.

ფილმში თავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ "ადამიანი ობობას" ახალ ნაწილში დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ, რომელსაც ბენედიქტ ქამბერბატჩი განასახიერებს.

ფილმში მოქმედება მულტივერსში ვითარდება. ახალ ნაწილში ანტიგმირების სახით დოქტორ ოქტოპუსსა და გობლინს ვიხილავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system