თავში

ალეკ ბოლდუინის განცხადებით, Rust-ის გადაღებები გრძელდება

ალეკ ბოლდუინის განცხადებით, Rust-ის გადაღებები გრძელდება
ალეკ ბოლდუინის განცხადებით,  Rust-ის გადაღებები გრძელდება

ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდუინის განცხადებით, გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ფილმ Rust-ის გადაღებები გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა The Variety წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობმა 25 კაცისაგან შემდგარი გადამღები ჯგუფის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადამღები გუნდი მედიაში გამოქვეყნებულ კრიტიკულ პუბლიკაციებს გმობს.

რამდენიმე დღის წინ ბოლდუინმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ ABC-ს. საუბარში მან განაცხადა, რომ ვესტერნი Rust-ის გადასაღებ მოედანზე, სადაც ოპერატორი გალინა ჰატჩინსი შემთხვევითი გასროლით დაიღუპა, რევოლვერის ჩახმახისთვის თითი არ დაუჭერია.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system