თავში

ალენ დელონი კინოში ბრუნდება

​ალენ დელონი კინოში ბრუნდება
ალენ დელონი კინოში ბრუნდება

ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი დიდ ეკრანზე დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია France 5-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ კინოში ისევ დავბრუნდები. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო ფილმი იყოს და ის შესანიშნავი უნდა იყოს", - განაცხადა დელონმა.

მსახიობმა დასძინა, რომ მას სურს, იმუშავოს "გამოჩენილ რეჟისორთან, მაგალითად, ლიზა აზუელოსთან", რომელმაც დელიდეს შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო.

”მაშინ მე შეძლებ წასვლას, ჩემთვის მეტი აღარაფერი იქნება”, - აღნიშნა მან.

ალენ დელონის ბოლო ნამუშევარი ფილმი "სრული მსგავსება" (Toute ressemblance, 2019) იყო. 2019 წლის მაისში მას კანის 72-ე კინოფესტივალზე "ოქროს პალმის რტო" გადაეცა. იმავე წლის ივნისში, მისმა ქალიშვილმა ანუშკამ განაცხადა, რომ დელონს ინსულტი ჰქონდა და ის შვეიცარიაში მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system