თავში

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ჰერდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - PHOTO

ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ჰერდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მსახიობი რიჩარდ ჰერდი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა - PHOTO

ამერიკელი მსახიობი, რიჩარდ ჰერდი 87 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მსახიობი გარდაცვალების დროს, ლოს-ანჯელესში, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.

რიჩარდ ჰერდი, მრავალ ფილმსა თუ სერიალში მონაწილეობდა. მსახიობი პირველად 1970 წელს, ფილმში "Hercules in New York" გამოჩნდა. შემდეგ იყო მსახიობისთვის მნიშვნელოვანი მთავარი როლი, "ჩინეთის სინდრომი" ჯეინ ფონდასთან, ჯეკ ლემონთან და მაიკლ დუგლასთან ერთად, სადაც მან ითამაშა პერსონაჟი ევან მაკკორაკი, რომელმაც  კალიფორნიის გაზისა და ელექტრო გამგეობის კორუმპირებული თავმჯდომარე განასახიერა. ამ როლმა ხელი შეუწყო იმას, რომ მსახიობი შეერთებული შტატებში კარგად გაეცნოთ.

ჰერდის საზოგადოება იცნობს ფილმებიდან: "All the President's Men",  "Get Out", ასევე სერიალებიდან, "Dallas", "Star Trek: Voyager" და სხვა.

მსახიობს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system