თავში

ამერიკელი მწერალი ქალი ორუელის "1984-ის" ფემინისტურ ვერსიას დაწერს

ამერიკელი მწერალი ქალი ორუელის "1984-ის" ფემინისტურ ვერსიას დაწერს
ამერიკელი მწერალი ქალი ორუელის 1984-ის ფემინისტურ ვერსიას დაწერს

აშშ-ში ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანის „1984-ის“ ფემინისტურ ვერსიას შექმნიან. წიგნს ამერიკელი მწერალი, სანდრა ნიუმენი წერს - უინსტონ სმიტის ორიგინალური ნაწარმოების გმირის, ჯულიას სახელით. პროექტი ორუელის ვაჟმა, რიჩარდ ბლერმა დაამტკიცა.

The Guardian-ის ცნობით, რომანს "ჯულია" დაერქმევა. მასში  ორუელის წიგნში „1984“-ში მიმდინარე მოვლენები მთავარი გმირის, უინსტონ სმიტის 26 წლის შეყვარებულის გადმოსახედიდან იქნება აღწერილი. 

წიგნს გამომცემლობა Granta გამოუშვებს. როგორც გამოცემაში განმარტავენ, ჯულია არის "ოკეანიის იდეალური მოქალაქე", რომელსაც ეს დისტოპიური სამყარო "უინსტონზე ბევრად უკეთ ესმის". 

ორუელის ფონდმა აღნიშნა, რომ დიდი ხანი ეძებდნენ ავტორს, რომელიც  ჯულიას სახელით ამბის მოყოლას შეძლებდა და ნიუმენის კანდიდატურა ამისათვის იდეალური აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system