თავში

ანსამბლმა "ანჩისხატმა" კონცერტები გამართა

ანსამბლმა "ანჩისხატმა" კონცერტები გამართა
ანსამბლმა ანჩისხატმა კონცერტები გამართა

ფესტივალ ,,ხალხური საღამოების" ფარგლებში, ანსამბლმა ,,ანჩისხატმა" კონცერტები გამართა. ინფორმაციას ფოლკლორის ცენტრი ავრცელებს.

მისი ცნობით, სოფელ ზემო ნიქოზში, ღვთაების ეკლესიის ეზოში და მარტყოფში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში ,,ანჩისხატი" მაყურებლის წინაშე, როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა. 

ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ასევე სპეციალურად ამ კონცერტებზე ჩასული სტუმრებისათვის  ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები შესრულდა.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფესტივალი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

კონცერტები ღია ცის ქვეშ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით იმართება და დასწრება თავისუფალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system