თავში

Apple-მა სერიალი "დასაბამი" მეორე სეზონით გაახანგრძლივა

Apple-მა სერიალი "დასაბამი" მეორე სეზონით გაახანგრძლივა
Apple-მა სერიალი დასაბამი მეორე სეზონით გაახანგრძლივა

Apple-ის სტრიმინგ სერვისმა, ამერიკელი მწერლის აიზეკ აზიმოვის საკულტო საგის ორიგინალური ტრილოგიის ეკრანიზაცია, "დასაბამი" მეორე სეზონით გაახანგრძლივა. 

სტრიმინგ სერვისის Apple TV +-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ კომპანია არ დაელოდა პირველი სეზონის ფინალს, რადგან ისინი უკვე დაკმაყოფილდნენ იმით, რისი მიღწევაც ავტორებმა მოახერხეს.

აიზეკ აზიმოვის ქალიშვილმა, რობინმა, რომელიც პროდიუსერია, განაცხადა, რომ ფილმის ადაპტაციამ მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 

სერიალში მოვლენები გალაქტიკურ იმპერიაში ვითარდება და მთელ ირმის ნახტომს მოიცავს, სადაც ადამიანის რასის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ისინი ერთიანი გალაქტიკური იმპერიის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. მეცნიერი ჰერი სელდონი არსებული იმპერიის სისტემის სწრაფ და გარდაუვალ კრახს და ათასწლოვანი ეპოქის დაცემას იწინასწარმეტყველებს. მთავარი გმირი მომავალი თაობებისთვის კაცობრიობის ცოდნის შენარჩინებას გადაწყვეტს და ორგანიზაციას სახელწოდებით “დასაბამს” შექმნის, რომელმაც ამ კატასტროფის შემდეგ ახალი იდეალური ცივილიზაცია უნდა აღადგინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system