თავში

არასოდეს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - კახა კალაძე

არასოდეს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - კახა კალაძე
არასოდეს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - კახა კალაძე

თბილისი მერი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე "ცისფერ სახლს" დემონტაჟს არ გაუწევენ.

"ძალიან დიდი ტყუილია, რომ თითქოს, ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ. ჩვენ არასდროს დაგვინგრევია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, პირიქით ვუფრთხილდებით", - განაცხადა კახა კალაძემ. 

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს.

თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას შენობაზე უწყვეტ რეჟიმში იწარმოება მუდმივი დაკვირვება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ. ასევე, ე.წ. „ცისფერი სახლის“ მომიჯნავე შენობის დემონტაჟი და დაშლა მიმდინარეობს სპეციალურად მექანიკურად, ხელით და არა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საჰაერო საბაგირო გზის, როგორც უშუალოდ მშენებლობა-რეაბილიტაციის დროს, ასევე მისი ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდშიც, მუდმივად იქნება გათვალისწინებული ვიბრაციისა და ხმაურის დასაშვები დონე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system