თავში

Art-გენს 18 წელი შეუსრულდა - ფესტივალის პროგრამა ცნობილია

Art-გენს 18 წელი შეუსრულდა - ფესტივალის პროგრამა ცნობილია
Art-გენს 18 წელი შეუსრულდა - ფესტივალის პროგრამა ცნობილია

ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა. წლევანდელი ფესტივალი Covid რეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება Art-გენის დასკვნით კონცერტებზე ასევე მოუსმინოს:

17 ივლისი - „გაგა ფრანი“,

18 ივლისი ჯგუფი Reggaeon,

23 ივლისი - ბენდი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური,

24 ივლისი - ნინო ქათამაძე.

ფესტივალის თბილისის ტურს, 25 ივლისს, 33ა და ნიაზ დიასამიძე დახურავს.

წელს პირველად, კონცერტები გაიმართება, მხოლოდ შემდეგ დღეებში: პარასკევი, შაბათი, კვირა. დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები და დასასვენებელი სივრცეები.

წელს რეგიონული ტურნე, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, 31 ივლისს, პანტიანის ტბაზე გაიმართება.

Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system