თავში

აცნობეთ ყველას და ინფიცირდით ლიტერატურით - პენმარათონი 2020 იწყება

აცნობეთ ყველას და ინფიცირდით ლიტერატურით - პენმარათონი 2020 იწყება
აცნობეთ ყველას და ინფიცირდით ლიტერატურით - პენმარათონი 2020 იწყება

გამომცემლობა "დიოგენემ" ლიტერატურული კონკურსი - პენმარათონი 2020 გამოაცხადა. 

"დიდხანს ვიყავით ჩუმად, არა? ჰოდა, ზეგ ლიტერატურულ კონკურსს გამოვაცხადებთ. პენმარათონი-2020 იწყება. აცნობეთ ყველას და ინფიცირდით ლიტერატურით" - წერია გამომცემლობის ოფიციალურ გვერდზე. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პენმართონი 2020 მთლიანად დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით ჩაატარონ.

პენმარათონის პირველი ეტაპზე მონაწილეობა 21 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. მსურველებმა მცირე ზომის ორიგინალური პროზაული ნაწარმოები (ან ნაწარმოების ფრაგმენტი) ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ. ჟიური შეაფასებს განაცხადებს და შეარჩევს კონკურსის ფინალური ეტაპის წერითი სესიის მონაწილეებს.

24-საათიანი პენმარათონი ონლაინ რეჟიმში 16-17 აპრილს გაიმართება. კონკურსანტები ჟიურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ თემაზე იმუშავებენ. თითოეულმა კონკურსანტმა, თვითიზოლაციის წესების დაცვით, ქართულ ენაზე უნდა შექმნას ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები. კონკურსანტებს წერითი სესიის განმავლობაში პერიოდული ინტერნეტ-კავშირი ექნებათ კონკურსის ორგანიზატორებთან.

ამის შემდეგ ჟიური შეაფასებს უკვე უშუალოდ პენმარათონის განმავლობაში შექმნილ ტექსტებს. კონკურსის შედეგები 30 აპრილს გამოცხადდება.

პენმარათონი 2020-ის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.

ცნობისთვის, პენმარათონი ლიტერატურული კონკურსია, რომელიც 2002 წლიდან დღემდე შვიდჯერ გაიმართა. ბოლო, 2018 წელს ჩატარებული პენმარათონი საერთაშორისო იყო, მასში ქართველი და გერმანელი მწერლები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system