თავში

"ვულოცავ საქართველოს"- ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს

"ვულოცავ საქართველოს"- ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს
ვულოცავ საქართველოს- ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს

ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას,- წერს სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია. ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.

"იმდენად, რამდენადაც, " ჟურნალისტებს" პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეიტინგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული. მისი კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ მამაჩემო!!!" , - წერს ზურაბ შარია სოციალურ ქსელში.

 ნუგზარ შარია 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა, 1971 წელს პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. ამ დროიდან, ის ემიგრაციაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system