თავში

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა" - თეა წულუკიანი

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა" - თეა წულუკიანი
ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ლევან წულაძე მარჯანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან არ გათავისუფლებულა. 

მინისტრის თქმით, "ჭოლას" კონტრაქტის ვადა გაუვიდა და მას შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ, ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას. თუკი შემოიტანს განცხადებას, მისი განაცხადიც როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", - ამბობს თეა წულუკიანი. 

ცნობისთვის, ლევან წულაძე ("ჭოლა") მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system