თავში

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება
ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელში გაერთიანდება. ინფორმაციას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ! „იუნესკოსთან“ დაწყებული მოლაპარაკებები, პარიზში წარმატებით დავასრულეთ, სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, „კრეატიული ქალაქების“ ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუკებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა „იუნესკოს“ გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს“, - წერს ბოლქვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system