თავში

ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება

ბათუმში ​სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება
ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება

ბათუმში გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის, სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი იხსნება. მუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.

ხულოს ქუჩაზე მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2020 წლის 22 ივნისს, გამოჩენილი ქართველი კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაცხადდა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის გახსნის შესახებ.

მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. შეიქმნება მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.მუზეუმის მოწყობის სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს, პროექტი ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system