თავში

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესით აღფრთოვანებულია

​ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესით აღფრთოვანებულია
ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესით აღფრთოვანებულია

მსახიობმა და პროდიუსერმა ბენ აფლეკმა ჟურნალ InStyle-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილ შეყვარებულზე, ჯენიფერ ლოპესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შრომისმოყვარეობით და თავდადებით აღფრთოვანებულია.

მისი თქმით, სწორედ ამის წყალობით ჯენიფერ ლოპესმა მიაღწია მიზნებს შოუ-ბიზნესში, სადაც უკვე 30 წელია მოღვაწეობს.

"ის დღემდე ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც ოდესმე ვიცნობდი ამ ბიზნესში. ის ძალიან ნიჭიერია და ამასთან ბევრს მუშაობდა, რომ წარმატებული ყოფილიყო. ბედნიერი ვარ, რომ მან, როგორც იქნა, დამსახურებული აღიარება მოიპოვა", - განაცხადა ბენ აფლეკმა.

მსახიობის თქმით, 51 წლის ასაკში მისი ყოფილი შეყვარებული საოცრად გამოიყურება.

"სად მალავ ახალგაზრდობის შადრევანს? როგორ ახერხებ გამოიყურებოდე ისევე, როგორც 2003 წელს?", - მიმართა აფლეკმა ლოპესს.

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა ერთმანეთი 2001 წელს რომანტიკული კომედია "ჯილიის" გადაღებაზე გაიცნეს. რამდენიმე წელიწადში მათ ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, თუმცა 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system