თავში

ბერლინალეს პარალელურად ქართველი მაყურებელი კინოფესტივალის ონლაინ რეტროსპექტივას ნახავს

ბერლინალეს პარალელურად ქართველი მაყურებელი კინოფესტივალისქტივას ნახავს
ბერლინალეს პარალელურად ქართველი მაყურებელი კინოფესტივალის ონლაინ რეტროსპექტივას ნახავს

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პარალელურად საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს ბერლინალეს მონაწილე ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივას შესთავაზებს. 

კინოფესტივალის მსგავსად, რეტროსპექტივაც ორ ნაწილად გაიმართება - მარტსა და ივნისში.

6 მარტს კინოკლუბის წევრები გიორგი შენგელაიას ფილმს „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ ნახავენ. 

13 მარტს გაიმართება თემურ ბაბლუანის ფილმის "უძინართა მზე" ჩვენება. 

20 მარტს ზაზა ხალვაშის ფილმის "იქ ჩემთან" ნახვის საშუალება ექნება მსურველს.

27 მარტს კი რატი ონელის "მზის ქალაქს" აჩვენებენ. 

ეს ფილმები სხვადასხვა პერიოდში ბერლინალეს ფინალისტები და ჯილდოს მფლობელები გახდნენ. 

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კიდევ ერთი ქართული ფილმია წარდგენილი. სანდრო კობერიძის "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ" კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის „ოქროს დათვისთვის“ იბრძოლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system