თავში

"ბეტმენის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

"ბეტმენის" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა
ბეტმენის პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

კინო სტუდია Warner Bros.-მა "ბეტმენის" ახალი ეკრანიზაციის ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა.

რეჟისორ მეტ რივზის ფილმში ქალაქ გოთემის მთავარი მცველის როლს მსახიობი რობერტ პატინსონი შეასრულებს.

ფილმში მოვლენები იმ პერიოდში ვითარდება, როდესაც ბრიუს უენი ერთი წელია ბეტმენად გადაიქცა. მთავარი გმირი საკუთარი მშობლების გარდაცვალებას იძიებს და ფილმის მთავარი ხაზიც ამ სიუჟეტს მიუყვება.

პატინსონის გარდა, ფილმში გამოჩნდება პოლ დანო, ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი, ალექს ფერნსი, ენდი სერკისი, პიტერ სარსგარდი, ჯეფრი რაიტი, ჯონ ტურტურო და სხვები.

"ბეტმენის" პრემიერა მომავალი წლის 4 მარტს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system