თავში

ბიონსემ მისი ახალი ფილმის შთამბეჭდავი თრეილერი გაავრცელა - VIDEO

ბიონსემ მისი ახალი ფილმის შთამბეჭდავი თრეილერი გაავრცელა
ბიონსემ მისი ახალი ფილმის შთამბეჭდავი თრეილერი გაავრცელა - VIDEO

Disney Plus-მა ბიონსესთან თანამშრომლობით ახალი ფილმი გადაიღო, რომელიც The Lion King-ის შთაგონებითაა შექმნილი. ამჯერად ამერიკელი მომღერალი რეჟისორის რანგში მოგვევლინა. ფილმის თრეილერიც დღეს სწორედ მან გაავრცელა. 

Black is King (შავი მეფეა) - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომლის მსოფლიო პრემიერაც 31 ივლისს იგეგმება. ის ბიონსეს შემოქმედების ერთგვარი ვიზუალური ალბომია. 

ერთწუთიანი თიზერი მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე beyonce.com გავრცელდა. 

განცხადებაში ბიონსე წერს, რომ Black is King ფერადკანიანთა ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობითაა შექმნილი და აფრიკულ ზეიმს წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system