თავში

Brit Awards 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია

Brit Awards 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია
Brit Awards 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია
© billboard.com

ლონდონში პრესტიჟული მუსიკალური პრემიის Brit Awards 2021-ის 41-ე დაჯილდოებს ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ცერემონიალს მასპინძლობდა კომიკოსი ჯეკ უაითჰოლი. დაჯილდოება გაიმართა ლონდონის არენა O2-ზე. ღონისძიებას 4 000 მაყურებელი დაესწრო, რომლებსაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ ეხებოდათ, კერძოდ, მათ არ მოეთხოვებოდათ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. სტუმრებს ცერემონიის დაწყებამდე COVID-19-ზე ნეგატიური პასუხი უნდა წარედგინათ.

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ბრიტანელი კაცი შემსრულებელი J Hus; საუკეთესო ბრიტანელი ქალი შემსრულებელი დუა ლიპა; საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი Little Mix; საუკეთესო საერთაშორისო ქალი შემსრულებელი ბილი აილიში; საუკეთესო საერთაშორისო კაცი შემსრულებელი - The Weeknd და საუკეთესო ბრიტანულ სინგლად ჰარი სთაილზის Watermelon Sugar დაასახელეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system