თავში

ბრიტანეთის საბჭომ დავით აღმაშენებლის მონეტა გამოფინა

​ბრიტანეთის საბჭომ დავით აღმაშენებლის მონეტა გამოფინა
ბრიტანეთის საბჭომ დავით აღმაშენებლის მონეტა გამოფინა

ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით, დავით აღმაშენებლის მონეტა გამოფინა. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც შექმნილია მისი მეფობის პერიოდში (1089-1125).

ექსპონატი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ის საქართველოში ორი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მსურველებს მისი დათვალიერება ეროვნულ მუზეუმში შეეძლებათ. სპეციალურად შექმნილი ციფრული პლატფორმის საშუალებით მონეტის ნახვა ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება.

ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბრამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system