თავში

ბრიტნი სპირსი სახლის ყიდვას აპირებს

​ბრიტნი სპირსი სახლის ყიდვას აპირებს
ბრიტნი სპირსი სახლის ყიდვას აპირებს

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი და მისი საქმრო, სემ ასგარი ახალი სახლის ყიდვას აპირებენ. ინფორმაციას TMZ ავრცელებს.

წყვილი ელოდება, როდის შეძლებს მომღერალი საკუთარი ფინანსების სრულად გაკონტროლებას მას შემდეგს, რაც მამამისი მეურვეობას მთლიანად ჩამოაცილეს.

პორტალის წერს, რომ სპირსს ძალიან უნდა, დატოვოს სახლი, სადაც ამჟამად ცხოვრობს, რადგან მას ძალიან ბევრი ცუდი მოგონებები უკავშირდება.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად უნდა წყვილს ახალი სახლის ყიდვა, თუმცა წყაროები ამბობენ, რომ ბრიტნი ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის რაიონში მდებარე ვარიანტებს განიხილავს.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესისი სასამართლომ ჯეიმს სპირსს მომღერლისა და შვილის, ბრიტნი სპირსის მეურვეობა საბოლოოდ ჩამოართვა.

ბრიტნი სპირსს მეურვე მას შემდეგ დაენიშნა, რაც მომღერალმა 2006-2007 წლებში ქმარ კევინ ფედერლინთან განქორწინების შემდეგ ბავშვებზე მეურვეობა დაკარგა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მკურნალობდა.

2008 წელს, სანამ ბრიტნი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მის მეურვედ მისი მამა ჯეიმი სპირსი და ადვოკატი ენდრიუ უოლეტი დაინიშნნენ. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით უარი თქვა მეურვის სტატუსზე. ხოლო მომღერლის მამა მის ფინანსურ ცხოვრებას დღემდე აკონტროლებდა.

2020 წელს ბრიტნი სპირსმა მამის მეურვეობისგან გათავისუფლება მოითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system