მომღერალ ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Britney vs Spears-ის პირველი ოფიციალური თრეილერი გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი ძირითადად ბრიტნის მეურვეობის საქმეს შეეხება და საზოგადოებას მასთან დაკავშირებულ დეტალებს გააცნობს.
დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე 28 სექტემბერს გამოვა.
პოპულარული მუსიკოსის შესახებ ეს რიგით მეორე დოკუმენტური ნამუშევარია, წლის დასაწყისში Hulu-მ დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გამოუშვა.