თავში

ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა
ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასამართლო სხდომაზე მამამისის მეურვეობისგან სრულად გათავისუფლება მოითხოვა.  ამის შესახებ გამოცემა Lad Bible წერს.

სასამართლო სხდომა  ლოს ანჯელესში 23 ივნისს გაიმართა. ბრიტნი სასამართლოს დარბაზში არ იმყოფებოდა, მაგრამ განცხადება  ტელეფონით გააკეთა. პოპ-ვარსკვლავის თქმით, მეურვეობა მას უბედურს ხდის, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი მის ხელში არ არის, რის გამოც  ინსომნია და დეპრესია აქვს. 

2004 წელს ბრიტნი სპირსი დაქორწინდა მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე. ამ ქორწინებაში, 2005 წელს, მომღერალს შეეძინა პირველი ვაჟი, შონ პრესტონი, ერთი წლის შემდეგ კი ჯეიდენ ჯეიმსი. წყვილმა განქორწინება 2006 წელს, მეორე შვილის გაჩენისთანავე გადაწყვიტა. 2007 წელს ნერვული აშლილობის შემდეგ, განქორწინების საქმის ფონზე, მომღერალს მშობლის უფლებები შეეზღუდა. მომღერლის ფანები მისი მამის მზრუნველობისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.

Netflix აპირებს, ბრიტნი სპირსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system