თავში

ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ის 74 წლის ასაკში, 5 მაისს გარდაიცვალა. 

ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991 წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992 წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006 წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system