თავში

ჩარგალში "ვაჟაობა“ გაიმართა - PHOTO

ჩარგალში "ვაჟაობა“ გაიმართა
ჩარგალში ვაჟაობა“ გაიმართა - PHOTO

ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას 160 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრი ავრცელებს. 

ღონისძიების ფარგლებში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ქადის გატეხვის ტრადიციული ცერემონია, ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გამოცემული ორენოვანი კრებულის „ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე“ პრეზენტაცია; წიგნის შესახებ თავად ავტორებმა და ასევე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრეს. საიუბილეო საღამოს ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთავის თეატრმა სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ წარმოადგინა (რეჟისორი სოსო ნემსაძე).

ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 1961 წლიდან აღინიშნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system