თავში

"Crown-ში"ელისაბედ II-ის როლს იმელდა სტონტონი შეასრულებს

"Crown-ში"ელისაბედ II-ის როლს იმელდა სტონტონი შეასრულებს
Crown-შიელისაბედ II-ის როლს იმელდა სტონტონი შეასრულებს

პოპულარული სერიალის "Crown-ის" "ტვიტერის" ოფიციალურ ბლოგზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის ბოლო, მეხუთე სეზონში დედოფალი ელისაბედ II-ის როლს იმელდა სტონტონი შეასრულებს.

მსახიობის განცხადებით, მას სერიალი პირველივე ეპიზოდის გამოსვლიდან მოსწონდა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანთა გუნდთან ერთად მუშაობა მომიწევს და მოხარული ვარ, რომ პროექტში მეც ჩავერთე", - განაცხადა მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მეოთხე სეზონი 2020 წლის ბოლოს გამოვა. ამ დრომდე დედოფლის როლს ოლივია კოლმანი ასრულებდა, ხოლო პრინცი ჩარლზს კი ჯოშ ოკონორი თამაშობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერს ჯილიან ანდერსონი თამაშობს. მეოთხე სეზონში მაყურებელი პატარა პრინც უილიამსაც იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system