თავში

დედაქალაქის მერია პროექტს "ციფრული ტაეპი“ გამართავს

დედაქალაქის მერია პროექტს "ციფრული ტაეპი“ გამართავს
დედაქალაქის მერია პროექტს ციფრული ტაეპი“ გამართავს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 19:00 საათზე, აუდიო-მუსიკალური საღამო "ციფრული ტაეპი" გაიმართება. 

წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია. ღონისძიების სტუმრები მოისმენენ აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერებს.

საღამოს მოდერატორობას რატი ამაღლობელი და შოთა იათაშვილი გაუწევენ.

ღონისძიება წინამძღვრიშვილის N102-ში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system