თავში

დედაქალაქში აუდიო-მუსიკალური საღამო, "თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა" გაიმართა - PHOTO

დედაქალაქში აუდიო-მუსიკალური საღამო, "თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა" გაიმართა - PHOTO
დედაქალაქში აუდიო-მუსიკალური საღამო, თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა გაიმართა - PHOTO

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ღონისძიების შინაარსი აგებული იყო თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკას შეიცავდა.

კომპოზიციები შეასრულეს გიორგი ცაგარელმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ნატო მეტონიძემ, Zagareli & Strings-მა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა.

საღამოს საუნდ დიზაინერი იყო ნიკა მაჩაიძე. მოდერატორი - ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. 

სტუმრებმა ასევე მოისმინეს ვაჟა-ფშაველას შესახებ სხვადასხვა უცნობი ისტორიები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system