თავში

დემნა გვასალია ახალ კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს

დემნა გვასალია ახალ კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს
დემნა გვასალია ახალ კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს

დემნა გვასალია მოდის სახლ "ბალენსიაგას" Pre-Fall 2021 კოლექციას 18 აპრილს ციფრულად წარადგენს, კოლექციის ნახვა მსოფლიოს ყველა წერტილიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი.

ამ კვირაში ბალენსიაგამ კიდევ ერთი კოლაბორაცია გამოაქვეყნა. დემნას საყვარელმა ჯგუფმა, Rammstein-მა ბალენსიაგასთვის ფლეილისტი შექმნა, რომელსაც დემნამ ფან-კოლექცია და კამპანია დაურთო. პატარა კოლექციაში შესულია უნისექს მაისურები, კეპები და ჩანთები რამშტაინის ფოტოებით და ლოგოებით. კამპანიაში დემნამ ჯგუფის რამდენიმე ერთგული ფანი გადაიღო. ბალენსიაგას განცხადებაში წერია, რომ დემნამ რამშტაინის ფანები ინსტაგრამით მოძებნა და ასე მოხდა მათი Balenciaga x Rammstein პროექტში ჩართვა. ფლეილისტი ხელმისაწვდომია Apple Music -ზე, კოლექცია - Balenciaga.com-ზე

მანამდე კი GUCCI-ს 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბალენსიაგასთან კოლაბორაცია შედგა. 

წყარო - Demna Gvasalia Daily

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system