თავში

დღეს Art-გენი იხსნება

დღეს Art-გენი იხსნება
დღეს Art-გენი იხსნება

დღეს ფესტივალი Art-გენი 2020-ის თბილისის ტური, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ჯგუფ „ფრანის“ და Reggaeon-ის კონცერტით გაიხსნება.

17 წლის მანძილზე, წელს პირველად ფესტივალს ელექტრონული მუსიკის ღამის კონცერტი დაემატა - Art-gene After Party. ახალი პროექტი კუს ტბის ტერიტორიაზე CUBE-ის სივრცეში გაიმართება. ფესტივალის ტრადიციული პროგრამა კი, ისევ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

24 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილები“ წარსდგებიან; 25 ივლისს, ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება; 26 ივლისს Art-გენი 2020 -ის თბილისის ტურს, ნიაზ დიასამიძე დახურავს.

Art-გენი წელს, განსხვავებულ ფორმატში გაიმართება, Covid 19 -თან დაკავშირებული ყველა სახის რეგულაციის, მათ შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით. ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალისთვის ახალი საკონცერტო სივრცე მოეწყო, ძნების პარტერით და ახალი სცენით.

ფესტივალის ტრადიციული პროგრამის ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღის განმავლობაში მოექყობა ქართული რეწვის ნიმუშების 20:00 საათზე დაიწყება რეგიონებიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები 23 ივლისი - სამეგრელო, აფხაზეთი, შიდაქართლი ; 24 ივლისი - იმერეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი; 25 ივლისი - ქვემოქართლი, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი; 26 ივლისი - კახეთი, თუშეთი, პანკისი, მცხეთა-მთიანეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system